სამტრედიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 68 წლის მამაკაცი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოჰყვა.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ასაკოვანი მამაკაცი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი მოიწამლა

უბედური შემთხვევა გუშინ, საღმოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოჰყვა.

აფეთქების დროს სახლში მხოლოდ 68 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის დამწვრობითა და სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.