ჟორჟოლიანი: ჩემი შემადგენელი ნაწილია ეს ბიჭი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მეუღლეზე, ირაკლი კოდუაზე საუბრობს.
Sputnik

„მე მგონია, რომ ეს ურთიერთობა საერთოდ არ დამთავრებულა. უბრალოდ ჩემი და ირაკლის პირადი ხაზი დამთავრდა. ჩვენ არ გვისაუბრია, მან მითხრა, რომ ჰქონდა კრიზისი, დეპრესია, ნევროზი და უნდა მარტო ყოფნა. მე ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი. აღარ გვიკონტაქტია. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე. ორჯერ კარგად ვიჩხუბეთ ტელეფონით და ეს ჩხუბი საბას ეხებოდა. დღემდე არ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ყველგან დამბლოკა და მითხა, არ უნდა, რომ მხედავდეს“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანის თქმით, ყველაფრის მიუხედავად ირაკლის მიმართ არ აქვს გაუცხოება, დღესაც მისი შემადგენელი ნაწილია.