ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე პირველად გამოვა
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 6 მარტს წარდგება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 61 თანამშრომელი დატოვებს

პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეთანხმებულია. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში დეპუტატების წინაშე პირველად გამოვა. რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს თებერვალში უნდა წარდგეს ანგარიშით, თუმცა, ეს, ჩვეულებრივ, უფრო მოგვაინებით ხდება ხოლმე.

რაც შეეხება ფორმატს, რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამოდიან (არა უმეტეს 15 წუთისა) იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ შედიან არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები (არა უმეტეს 10 წუთისა).

გამოსვლების დასრულების შემდეგ პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.