წლების განმავლობაში მთელი პლანეტის ქალები კარლ ლაგერფელდის კოლექციებით აღფრთოვანებულები იყვნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ყველა დროის მოდელების სურათები ცნობილი დიზაინერის ტანსაცმელში.
ზოგიერთისთვის კარლ ლაგერფელდი უბრალოდ შავსათვალიანი ბატონი იყო, რომელიც ასაკსა და დაღლილობას მალავდა, ზოგისთვისაც – თანამედროვეობის გენიალური, დაუჯერებლად ნიჭიერი დიზაინერი. ნებისმიერ შემთხვევაში, ლაგერფელდი იყო ყველაზე ცნობილი სახე მოდის სამყაროში. მან აღმოაჩინა ბევრი ცნობილი და ნიჭიერი ადამიანი, შექმნა საკუთარი ბრენდი და აღადგინა მოდის სახლი Chanel.