თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ნინოწმინდასთან 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ეპიცენტრი ნინოწმინდიდან ორ კილომეტრში, სოფელ სათხეში 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:59 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.