პოლიციამ ქობულეთში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქობულეთში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს–მ სამტრედიასა და წყალტუბოში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

პოლიციელებმა 23, 26 და 27 წლის მამაკაცები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით სოფელ ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული ცხაურები ბრალდებულებმა ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

ამასთან ერთად მათ მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.