საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეშვიდედ იქნება წარმოდგენილი.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველო ლონდონის 48-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 2019 წლის 12-14 მარტს ჩატარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მაუწყებლის ინფორმაციით, პრესტიჟულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართული გამომცემლობების უახლესი წიგნები.

საქართველო ფრანკფურტის ბაზრობიდან „სულიკოთი" გამოაცილეს

ქართული ლიტერატურის ინგლისურ ენაზე პოპულარიზების მიზნით ბაზრობის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში ლონდონში ჩატარდება შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების აგენტებთან.

ქართულ პავილიონში ასევე დაგეგმილია მიღება, რომელზეც, სხვა თემებთან ერთად, განხილული იქნება საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის მონაწილეობის საკითხები 2021 წელს პარიზის წიგნის ბაზრობაზე.

ლონდონის წიგნის ბაზრობა – ესაა ინგლისურენოვანი ლიტერატურის გზაჯვარედინი, რომელზეც ერთმანეთს ხვდებიან გამომცემლები, მწერლები, ლიტერატურული აგენტები, მთარგმნელები მთელი მსოფლიოდან.