ღლონტი: ვთხოვდი უფალს, რომ მისი ცხედარი მაინც მეპოვა, ხრამში ვიპოვე გადავარდნილი

მომღერალი ლაშა ღლონტი მამას იხსენებს.
Sputnik

„ძალიან სპორტული და სიმპათიური კაცი იყო. საოცარი იუმორი ჰქონდა. ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა და თავის დაავადებაზეც კი ხუმრობდა ხოლმე. სულ მეჩხუბებოდა წონის გამო. ბათუმში ვცხოვრობდი „ინტურისტის“ წინ. ერთხელ მოიყვანა ე.წ. „ნასილშიკები“, შვილი მყავს, ვერ მოძრაობს და იქნებ ბულვარში გამასეირნებინოთო. ერთ დღესაც სახლიდან გავიდა და დაიკარგა. მთელი აჭარა და მთელი საქართველო ვეძებდით. ვთხოვდი უფალს, რომ მისი ცხედარი მაინც მეპოვა“, – იხსენებს ლაშა ღლონტი.

მომღერლის თქმით, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ მამა ხრამში გადავარდნილი იპოვეს.