გარდაიცვალა კარლ ლაგერფელდი

ლაგერფელდი ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს პარიზში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. Chanel-ის სახლის კრეტიული დირექტორი, დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლაგერფელდი ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს პარიზში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.

მოდელიერი ავადმყოფობდა. ის ძალიან სუსტად გრძნობდა თავს და პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი ჩვენების ბოლოს პოდიუმზეც ვერ გავიდა.