კატა ძაღლს საკუთარ კნუტებს აცნობს – წარმოუდგენელი ნდობის ვიდეოკადრები

ამ ვიდეოში იხილავთ, რა არის ნამდვილი მეგობრობა, მაშინაც კი, თუ თქვენ ძალიან განსხვავებულები ხართ
Sputnik

ამ ვიდეოში იხილავთ, რა არის ნამდვილი მეგობრობა, მაშინაც კი, თუ თქვენ ძალიან განსხვავებულები ხართ.

ყველამ ვიცით, როგორ უფრთხილდებიან კატები საკუთარ კნუტებს და არავის აკარებენ მათ, თუმცა ეს კატა ძველ მეგობარს ბოლომდე ენდობა.

ვიდეოში ჩანს, როგორ მიდიან კატა და მისი კნუტი ძაღლთან, ის კი მუცელზე წვება და პატარას ყნოსავს. მოგვიანებით კადრში ჩნდება მეორე კნუტიც, რომელიც უშიშრად უახლოვდა ძაღლს.

რამდენიმე წამის შემდეგ ძაღლმა კნუტებთან თამაში დაიწყო, კატა კი მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს.