ამჯერად კენდალ ჯენერი – დემნა გვასალიას შემოქმედებით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაინტერესდა

ამერიკელი ვარსკვლავი თავის გარდერობს ქართველი დიზაინერების სამოსით ავსებს.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი სუპერმოდელი კენდალ ჯენერი საზოგადოებაში გამოჩნდა Balenciaga-ს სამოსით, რომლის კრეატიული დირექტორია დემნა გვასალია.

მოდელი ერთ-ერთ საღამოზე გამოჩნდა მოკლე შავ-თეთრ კუბოკრულ კაბაში 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან. ფოტო გამოქვეყნდა პოპულარული ქართველი დიზაინერის Faсebook-ის ფან-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ კენდალი ბოლო დროს უპირატესობას თანამედროვე ქართველ მოდელიერებს ანიჭებს. ცოტა ხნის წინ ის Vetements-ის კაბით გამოჩნდა ელენ დეჯენერესის პოპულარულ სატელევიზიო ტოკ-შოუში.

მის გარდერობში ასევე არის ქართული ბრენდის Dalood ტანსაცმელი. მოდის ეს სახლი 2014 წელს ქართველმა დიზაინერმა მაკა კვიციანმა შექმნა.