ელექტრიკოსის ყალბი სერტიფიკატის დამზადებისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულს სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი პროფესიული სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება - ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ელექტრიკოსის სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხობს თაღლითობას და ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, შეძენას და შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.