საქართველომ აბუ-დაბიში გამოფენაზე IDEX 2019 ახალი ტიპის შეიარაღება წარადგინა

ქართულმა იარაღმა გამოფენის სტუმრები და მონაწილეები დააინტერესა.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველომ შეიარაღებისა და თავდაცვითი მრეწველობის პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე IDEX 2019 აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) წარადგინა „დიდგორი მეომრის" ახალი მობილური ნაღმმტყორცნის მოდული, ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „დელტას" განცხადებაში.

ახალი სისტემა – 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნი შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს გასროლების სერია სპეციალური დანადგარის გარეშე, მისი დამონტაჟება შესაძლებელია როგორც ავტომობილზე, ისე მიწაზე.

საქართველომ აბუ-დაბიში გამოფენაზე IDEX 2019 ახალი ტიპის შეიარაღება წარადგინა

სისტემა არის სპეციალურად მორგებული არსებულ ნაღმმტყორცნებზე და მასში შეიძლება ჩაიტვირთოს ნავიგაციის თანამედროვე სისტემები და სროლის სისტემების ბალისტიკური კალკულატორები.

ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა მსოფლიოს სხვა მწარმოებლებს კონკურენციას გაუწევს?

„ინტერესი ახალი პროდუქტის მიმართ ძალიან დიდია. სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია დაინტერესდა ამ სისტემით და, ვფიქრობთ, რომ გამოფენის ბოლოსთვის გვექნება უკეთესი ხედვა იმისა, თუ რა კომერციულ წარმატებაზე შეიძლება ვისაუბროთ ამ პროდუქტის შემთხვევაში და, ამავდროულად, რა გეგმები იქნება მისი განვითარების იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც წამოვა კლიენტის მხრიდან", – განაცხადა „დელტას" გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა.

ქართულ პავილიონში ასევე წარმოდგენილია მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი", სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები, ნაღმმტყორცნები, მსუბუქი შეიარაღება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

IDEX მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შეიარაღების ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. ის 1993 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რეგულარულად იმართება. წლევანდელი გამოფენა დღეს გაიხსნა და 21 თებერვალს დასრულდება. მასში 1,3 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

საქართველომ აბუ-დაბიში გამოფენაზე IDEX 2019 ახალი ტიპის შეიარაღება წარადგინა

ცენტრი „დელტა" 2005 წელს შეიქმნა და აერთიანებს რიგ საწარმოებს, მათ შორის „თბილავიამშენს".