საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის ფარგლებში თბილისში დაამარცხა ესპანეთის გუნდი ანგარიშით 22:10. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში შეხვედრის საუკეთესო სურათები.
ევროპის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს გამარჯვება რიგით მეორეა. ერთი კვირის წინ "ბორჯღალოსნებმა" გასვლაზე უმთავრესი კონკურენტი – რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 18:9.
შემდეგ მატჩს ქართველი მორაგბეები 3 მარტს ბრიუსელში გამართავენ, სადაც ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.