საქართველოს ჩერნოგორიისა და კვიპროსის პრეზიდენტები ეწვევიან

შეხვედრაზე მხარეებმა ყველა სფეროში, პირველ რიგში  კი ეკონომიკის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩერნოგორიის პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი თბილისში მოიწვია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშ.

პრემიერმა სახელმწიფო მეთაური მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოიწვია. ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ქართული პასპორტი უფრო ძლიერი გახდა – უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში

 „მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, ასევე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა“, – ნათქვამია განცხადებაშ. 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.  შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ჯუკანოვიჩმა ასევე მიიწვია სამშობლოში მამუკა ბახტაძე.

ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ აპრილში მინისტრ დავით ზალკალიანის მოწვევით საქართველოს კვიპროსის მინისტრი ნიკოს ანასტასიადისი ეწვევა.