რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი თოვაა

უღელტეხილზე მობილიზებულია ტექნიკა, ტრასა თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიური თოვაა, თუმცა ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვითარება საქართველოს გზებზე: დაწესდა შეზღუდვები

უღელტეხილის 17–კილომეტრიანი მონავეთი მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. გზაზე ტექნიკურ მარილს ყრიან.

„ამ წუთებში, ძლიერი თოვის მიუხედავად, ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვის გარეშე ხორციელდება. ადგილზე მობილიზებულია 15 ერთეული ტექნიკა. დაყრილია მარილი და გრეიდერებით იწმინდება გზა“, – განაცხადა საგზაო საზედამხედველო კომპანია „იგჰ“-ს ტექნიკურმა ზედამხედველმა მიხეილ დოფიძემ ტელეარხის ეთერში.

მისი თქმით, ვითარებას ქარი და ნამქერი ართულებს.