რატომ ჩაიტარა სააკაშვილმა გენეტიკური ტესტი?

ექს–პრეზიდენტმა იმ ოპონენტებს, რომლებიც მას სხვა ეთნოსს აკუთვნებდნენ, ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik.  წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული, დაწერა საკუთარ Facebook–გვერდზე საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა.

 „წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული“ – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი“, – წერს სააკაშვილი. 

მისი აზრით, აღნიშნული ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას,მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.

 „აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია,ევროპელთან ქორწინებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, იგი ყველა მეზობელს პატივს სცემს და ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი უყვარს.

„მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერება“, – წერს სააკაშვილი.