თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ამპარტავნებას დაცემა მოაქვს და ყველა ადანიანმა უფალს უნდა შესთხოვოს, რომ საკუთარი ცოდვების დანახვაში დაეხმაროს, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქმა ყველას მოუწოდა უაფლს დახმარება შესთხოვონ, რათა ისინი იყვნენ თავმდაბალი და არა ამპარტავანი და სულიერად ამაღლდნენ.
„ტაძარში შევიდა ორი ადამიანი - მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი და ლოცულობს, რომ მე ვასრულებ კანონებს და მე არ ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეა. ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა",- განაცხადა პატრიარქმა.
მისი სიტყვებით, ადამიანებმა საკუთარი უარყოფითი თვისებები უნდა შეიგრძნონ და მათ გამოსწორებას შეეცადონ.
პატრიარქმა საზოგადოებას შეახსენა, რომ დიდი მარხვა იწყება, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას მეზვერე და ფარისეველის კვირა ეწოდება.