თიანეთში ელექტროსადგური იწვის

უსაფრთხოების მიზნით ელექტროსადგურის  მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik.  თიანეთში მდებარე ელექტროსადგურში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით ელექტროსადგურის  მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.