ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის მეან–გინეკოლოგი დააკავეს

სამართალდამცველება ხუთი ცალი ნარკოტიკული საშუალება „მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.
Sputnik

 

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik.  ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას  ნარკოტიკული საშუალება „მორფინის" შემცველი ხუთი ამპულა ნივთმტკიცების  სახით ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.