ჩხოროწყუში ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

შსს გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
Sputnik

 

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ორი პოლიციელი, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო სამსახურიდან გაანთავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ველისციხესთან პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის ქალბატონი დააკავეს

პოლიციის ოთხ ინსპექტორ გამომძიებელს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ  ორ მარიხუანასა და ლირიკას მოხმარებელი გახლდათ.

ჟურნალისტებს მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.