ავტომობილების განბაჟება ერთი დღით ჩერდება: მიზეზი და თარიღი

მომსახურების სააგენტო ბოდიშს უხდის მოქალქეებ, შექმნილი დისკომფორტის გამო.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება-რეგისტრაციას ვერ შეძლებს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, რის გამოც  შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება.

გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მომსახურების სააგენტო ბოდიშს უხდის მოქალქეებ, შექმნილი დისკომფორტის გამო.