ავტომობილების გაქურდვის ფაქტზე თბილისში სამი პირი დააკავეს

ბრალდებულებმა ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა და  ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადეს
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ო. და წარსულში ნასამართლევები 1989 წელს დაბადებული შ.ხ., 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს–მ სამტრედიასა და წყალტუბოში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისში ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი. კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვას შეეცადა.

პოლიციმ სამივე მათგანი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.