ანაკლიაში ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო

ხელისუფლება ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რემონტს გეგმავს
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ანაკლია და ასევე ახლომდებარე კურორტი განმუხური ამ ზაფხულს დამსვენებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან, ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ანაკლიის პორტი, როგორც თურქეთის პორტების კონკურენტი

კურორტებზე გაკეთდება სანაპიროსკენ მიმავალი ველობილიკი და ბილიკები, ქუჩის განათება და გასახდელები. ანაკლიაში, ბულვარის ტერიტორიაზე, გაარემონტებენ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, კაფე–რესტორანს საფეხმავლო ხიდთან, ასევე უამინდობის დროს დაზიანებულ ამფითეატრს.

გარდა ამისა, იგეგმება ანაკლიისა და განმუხურის შემაერთებელი ხიდის რესტავრაცია.

ანაკლიისა და განმუხურის განვითარება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ამას გარდა, ანაკლიაში საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება იგეგმება.