თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაულისთვის პოლიციამ 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ., 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ს. და 1987 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავა, რომლებსაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.