ვახუშტის ხიდზე მოძრაობა შაბათს ერთი საათით დაიკეტება

ავტომობილის მძღოლებს შეზღუდვის პერიოდში მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზეს
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შაბათს, 16 თებერვალს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ვახუტის ხიდზე დაიკეტება, იუწყება პირველი არხი.

თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ წერეთლის გამზირსა და თამარ მეფის ხიდზე და შემდეგ გმირთა მოედნამდე, მერე კი ჩვეულებრივი მარშრუტით გააგრძელებნ გზას.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი მტკვარზე 1978 წელს აიგო. მისი საერთო სიგრძე 220,5 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე - 21 მეტრი.

ხიდის სარემონტო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება 2015 წელს კვლევის შედეგად არის მიღებული, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდა. სამუშაოებს, რომელიც ხუთ თვეს უნდა გაგრძელდეს, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.