უამინდობა საქართველოში: სინოპტიკოსები ნალექსა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე უქმეებზე ოთხბალიანი შტორმია მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 თებერვალს

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი 3–4 ბალს მიაღწევს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16–19 თებერვალს მთაში და მაღალ მთაში მოთოვს, მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში +5–10 გრადუსია მოსალოდნელი.

ქარის სიჩქარე 10–15 მეტრი წამში იქნება, მაგრამ დროგამოშვებით 20–25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.