შემთხვევა ქუთაისში: დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

მოტოციკლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ქვეითი დაშავდა, მძღოლი კი – დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ავარიაში მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თვითმხილველების თქმით, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგად  ფეხით მოსიარულე დაშავდა, თავად მოტოციკლის მძღოლი კი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.