საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 61 თანამშრომელი დატოვებს

შემცირებაში მოყოლილი თანამშრომლები სახელმწიფო სტრუქტურებში ახალ სამუშაოს მოძებნიან
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. რეორგანიზაციის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციას 61 თანამშრომელი დატოვებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სახელმწიფოს მეთაურის პრეს–სპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 102–დან 60–მდე შემცირდა. მათ შორის იქნებიან როგორც ძველი, ისე ახალი თანამშრომლები.

პრეზიდენტის რეზიდენციის რემონტი დაგეგმილზე ძვირი დაჯდება

რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, თანამშრომლებისთვის შემუშავდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მეორე ეტაპზე, 15 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით, გასაუბრება ჩატარდა.

„თანამშრომლების შემცირების გამო 61 სახელმწიფო მოხელე მობილურობის სქემაში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ბიუროს გადაეცემა, რათა ბიურომ ერთი თვის განმავლობაში მათთვის სამსახური მოძებნოს (სახელმწიფო უწყებებში). ყველა, ვინც დაეთანხმება შეთავაზებულ სქემას, ახალ პოზიციაზე გადავა. ვინც უარს იტყვის, მიიღებს სამი თვის ერთჯერად კომპენსაციას“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

რეორგანიზაციის მესამე ეტაპი იქნება კონკურსი ახალი თანამშრომლების შერჩევისთვის.

სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ავლაბრის სასახლეში მუშაობაზე და ათონელის ქიჩაზე მოკრძალებულ რეზიდენციაში მუშაობა ამჯობინა.

ზურაბიშვილი თავისი მოვალეობების შესრულებას 2018 წლის 16 დეკემბერს შეუდგა.