მარნეულში 17 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სახლში მარტო იმყოფებოდა და ის მოგვიანებით დედამ იპოვა.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მარნეულში 17 წლის ბიჭი საკუთარ ეზოში მდებარე ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება „მარნეულის რადიო".

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს

შემთხვევა გუშინ, 14 თებერვალს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სახლში მარტო იმყოფებოდა და ის მოგვიანებით დედამ იპოვა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

საქმეზე გამოძიება საქართველო სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.