ხანძარი მეორადი ტანსაცმლის საწყობში – ბოლო ცნობები

ხანძარი დღეს, დილით გაჩნდა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის" მეორე სართულზე, სადაც ტანსაცმლის საწყობი მდებარეობს.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ხანძარი მეორადი ტანსაცმლის საწყობში – ბოლო ცნობები

ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 250 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე მობილიზებულია 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ხანძარი დღეს, დილით გაჩნდა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის" მეორე სართულზე, სადაც ტანსაცმლის საწყობი მდებარეობს. შენობის პირველ სართულზე სიგარეტის, საკვები პროდუქტების და სხვა საქონლის საბითუმო ბაზრობაა.

ხანძარი მეორადი ტანსაცმლის საწყობში – ბოლო ცნობები

ეს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში" ხანძრის გაჩენის მეორე შემთხვევაა.

2018 წლის 27 თებერვლის ღამეს სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. მაშინ მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე 30 სახანძრო ბრიგადა და 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ბაზრის ადმინისტრაციის მონაცემებით, იმ ხანძრის შედეგად 240 მეწარმე დაზარალდა.