თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში უბედურ შემთხვევას დღეს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უცნობია, კონკრეტულად რა ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩარხში მოყვა.
2018 წელს სამუშაო ადგილზე 39 ადამიანი დაიღუპა>>
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით „შრომის დაცვის წესის დარღვევა“. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.