ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ოქროს მფლობელია

პარალიმპიელმა თავისი კარიერის განმავლობაში მსოფლიო თასზე გამარჯვება უკვე მეთოთხმეტედ მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ირმა ხეცურიანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარებული მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში.

საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს

შეჯიბრების ფინალში ოქროსთვის ბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელ ოლენა ფედოტას მოუგო – 15:10. ამ მეტოქეს ხეცურიანი შარშანაც შეხვდა იაპონიაში – მსოფლიო თასზე. ქართველმა მაშინაც გაიმარჯვა – 15:4.

ირმა ხეცურიანისთვის მსოფლიო თასის ეს ოქროს მედალი უკვე მეთოთხმეტეა.

ხეცურიანი საქართველოს 2018 წლის საუკეთესო პარალიმპიელ სპორტსმენად დასახელდა.