ვაგზალზე მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა იწვის

200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 16 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სადგურის მოედანზე, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის.

200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 16 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.