"ქალაქის გული" ცეცხლში – კიდევ ერთი ხანძარი თბილისში

Sputnik

თბილისის ცენტრში, ბაზრობა "ქალაქის გულის" ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობში ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ აქრობდნენ ცეცხლს მეხანძრეები.

თბილისის რკინიგზის სადგურის მახლობლად, "ქალაქის გულის" ტერიტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად ათობით მეხანძრე გავიდა. 

შემთხვევის შედეგად 250 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი განადგურდა. ხანძრის კერის ლიკვიდაციაში მეხანძრე-მაშველთა 16 ბრიგადა მონაწილეობდა და 10-ზე მეტი სპეცტექნიკა გამოიყენებოდა.

ამ დროისათვის თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

1 / 15
"ქალაქის გულში" გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია მომანტალურად გაავრცელა ყველა ტელეარხმა და სააგენტომ
2 / 15
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 16 ბრიგადა მუშაობდა
3 / 15
ათობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა ცეცხლს
4 / 15
მეხანძრეთა ოპერატიულობის წყალობით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხანძრის კერის ლიკვიდაციისათვის მეხანძრეებს სახურავის ნაწილის დაშლა მოუწიათ
5 / 15
ხანძარმა დააზიანა მეორადი ტანსაცმლის საწყობის 250 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი
6 / 15
ხანძრის ჩაქრობაში 10-ზე მეტი სპეცტექნიკა გამოიყენებოდა
7 / 15
მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელების შეჩერება შეძლეს
8 / 15
გასულ წელს "ქალაქის გულის" ტერიტორიაზე, იგივე შენობაში, უკვე გაჩნდა ხანძარი
9 / 15
მომხდარის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება
10 / 15
დაითვლება ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა
11 / 15
ბაზრობა "ქალაქის გული" განთავსებულია რკინისგზის სადგურთან, სტადიონ "დინამო-არენასთან" და სავაჭრო ცენტრ "კიდობანთან" ახლოს
12 / 15
2018 წელსაც ხანძარი "ქალაქის გულში თებერვალში გაჩნდა - თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ
13 / 15
ერთი წლის წინ, 27 თებერვალს, გამთენიისას, ხანძარმა 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა და გაანადგურა პროდუქტების, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები
14 / 15
დღეს, ხანძრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ბაზრის ტერიტორიაზე სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ხალხი მოგროვდა
15 / 15
ირკვევა რამდენი სავაჭრო პუნქტის მეპატრონე დაზარლა. გასულ წელს მათმა რაოდენობამ 240-ს გადააჭარბა. მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით, მათ საგადასახადო ვალდებულება გაუუქმეს