ხანძარი თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

თბილისის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციაში ათობით მეხანძრე მონაწილეობდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ აქრობდნენ მეხანძრეები საწყობში გაჩენილ ხანძარს
Sputnik

თბილისის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციაში ათობით მეხანძრე მონაწილეობდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ აქრობდნენ მეხანძრეები საწყობში გაჩენილ ხანძარს.

ხანძარმა დაახლოებით 250 კვადრატული მეტრის ფართობი დააზიანა. მისი ლიკვიდაციისთვის 16 სახანძრო ბრიგადა მივიდა შემთხვევის ადგილზე. ხანძრის ჩასაქრობად ათზე მეტი სპეცტექნიკა გამოიყენეს.

ამ დროისათვის თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.