წერეთელი: გირჩევთ, ჩემნაირი ბედნიერები იყოთ

მომღერალი ხატია წერეთელი საზოგადოების კრიტიკას სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვით პასუხობს და საზოგადოებას ურჩევს, უბრალოდ ბედნიერები იყვნენ.
Sputnik

„ახლა ვარ ძალიან ბედნიერი, საოცრად ბედნიერი. მყავს ულამაზესი შვილი, უკარგესი ადამიანი, მყავს ძალიან მაგარი ოჯახი. მაქვს იდეალურად დალაგებული ურთიერთობა. ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი. უბრალოდ, გირჩევდით და გისურვებდით, ჩემნაირი ბედნიერები იყოთ. მერწმუნეთ, თქვენ აღარ დაგრჩებათ ადგილი ბოღმისთვის“, – პასუხობს კრიტიკოსებს ხატია წერეთელი.

მომღერლის ახალ კლიპს „შენთან სექსი მაგარია“ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსმენელებმა წერეთელი თამამი კადრების გამო გააკრიტიკეს.