მაიმუნმა 2 წლის ბავშვი მოიპარა — თამაში უნდოდა და იმიტომ

გამვლელმა ქალმა ქუჩაში დაინახა, როგორ ეხუტებოდა პრიმატი ბიჭუნას. ახლოს მივიდა და შეეცადა „მოლაპარაკებოდა“ გამტაცებელს.
Sputnik

ინდოეთში მაიმუნმა ორი წლის ბიჭუნა იმიტომ მოიპარა, რომ მასთან თამაში უნდოდა.

გამვლელმა ქალმა ქუჩაში დაინახა, როგორ ეხუტებოდა პრიმატი ბიჭუნას. ახლოს მივიდა და შეეცადა „მოლაპარაკებოდა“ გამტაცებელს.

კადრებში ისმის, როგორ ეკითხება ქალი მაიმუნს, „საიდან წამოიყვანე ბავშვი? მომეცი, სახლში წავიყვან“.  მაგრამ მაიმუნი არაფრით თმობდა პატარას.

შემთხვევის სხვა მოწმემ ეს ყველაფერი ტელეფონით გადაიღო — ყოველი შემთხვევისთვის, ანუ თუ პრიმატთან „მოლაპარაკება“ შედეგს არ გამოიღებდა ან რაღაც ისე არ წავიდოდა.

საბედნიეროდ, გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მშვიდობით დააბრუნეს შინ.