„შებრძანდით საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.pensions.ge), იქ არის ღილაკი „საპენსიო სააგენტოს სისტემაში გადასვლა“, გადადიხართ სისტემაში, თქვენმა ბუღალტერმა უნდა მოგცეთ დროებითი პაროლი, თქვენი ლოგინ-სახელი (log in) კი არის თქვენი პირადი ნომერი. შეიყვანთ ამ მონაცემებს და სისტემა მოგთხოვთ შეცვალოთ პაროლი და თქვენი დააყენოთ. ამის შემდეგ თქვენ ყველა ინფორმაცია გამოგიჩნდებათ, მათ შორის, თქვენი დამსაქმებლების სიაც“, – ამბობს ლევან სურგულაძე.
საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს – ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იმავე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო.