„ჩემ თავს ალბათ შევაქებ მაშინ, როდესაც ჩემი ბრენდი ძლიერი და მყარი იქნება და ბევრ კარგ მაღაზიაში გაიყიდება, როდესაც ჩემი შვილები იქნებიან კარგი ადამიანები, კარგი პიროვნებები და როდესაც, ალბათ, 50-60 წლის ასაკში მექნება ჩემი პირადი ვენახი, ბაღი და ბოსტანი, თავისი ცხენებით და ყველაფრით“, – ამბობს ანუკი არეშიძე.
დიზაინერის თქმით, მისი ოცნებაა, მაღალმთიან ადგილში იცხოვროს, სადაც ყოველ დილით ნისლია და სადაც ყოველ დილით ძროხების ზანზალაკების ხმა გააღვიძებს.