„რომ გითხრათ, ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს–მეთქი, ტყუილი იქნება. ერთი ვიცი ის, რომ სკოლის პერიოდში საკმაოდ ბეჯითი ვიყავი. მხიარული და „ტაშფანდურა“ მაშინაც ვიყავი. ბეჯითი დღემდე ვარ. როცა საქმე მაქვს, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. მართლა ლოთი კი არ ვარ“, – ამბობს ზალიკო ბერგერი.
დიზაინერის თქმით, მის ცხოვრებაში დედა არის ერთადერთი ადამიანი, რომლის ხათრი და რიდიც აქვს.