უფრთხილდით ყვითელ ავტობუსებს: ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

დღეს დილით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთშიც. ყვითელი ავტობუსი  სავალი გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშვდა.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა,
იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

წყნეთში ავტობუსი ავარიაში მოჰყვა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, საღამოს მოხდა.

 გავრცელებული ინფორმაციით, №42 ყვითელი ავტობუსი  „ფორდის“  მარკის მიკროავტობუსს  შეეჯახა.

ავტობუსის მძღოლის განცხადებით, მიკროავტობუსი გზაზე იყო გაჩერებული და აწეული ჰქონდა საბარგულის კარი, რომელიც დროულად ვერ შეამჩნია, ხოლო დანახვისას მანევრირება ვერ მოასწრო, რამაც შეჯახება გამოიწვია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღეს დილით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთშიც. ყვითელი ავტობუსი  სავალი გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.