რაში გაუსწრო საქართველომ პორტუგალიას, ლიეტუვას, ლიტვასა და პოლონეთს?

European Chamber-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში უკეთესი ბიზნეს–გარემოა.
Sputnik

თბილისი,  12 თებერვალი  — Sputnik. საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო  ქვეყნების რეიტინგში 46 ქვეყანას შორის  მე–16  ადგილზე განთავსდა, აღნიშნულია ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული პალატის (European Chamber) კვლელევაში.

2019 წელს საქართველომ საკუთარი მაჩვენებლი ორი პიზიციით გაიუმჯობესა – 2018 წელს ქვეყანა რეიტინგში  მე–18 ადგილზე იყო. 2019 წელს საქართველოს  სარეიტინგო ქულა 1,98 პუნქტით გაუმჯობესდა და 71 ქულა შეადგინა.

რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით>>>

რეიტინგში საქართველომ ისეთი ქვეყნები ჩამოიტოვა, როგორიცაა პორტუგალია (17), ლიეტუვა (18), ლატვია (19) და პოლონეთი (20). 

მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკში შესაძლოა თავდებად მთავრობა დაუდგეს

გარდა ამისა, საქართველო ლიდერია რეგიონში. რეიტინგში თურქეთი 54 ქულით 34–ე ადგილზეა, სომხეთი 55 ქულით 39–ე ადგილზე, რუსეთი 53 ქულით 43–ზე, ხოლო აზერბაიჯანი 52 ქულით 44–ე ადგილზე.

European Chamber–ის ანგარიში ორ კვლევის შედეგებს ეყრდნობა. პირველი — მსოფლიო ბანკის Doing Business–ის ანგარიშია, მეორე კი კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა შეადგინა.

European Chamber-ის კვლევა მოიცავს საერთო ბიზნეს-გარემოს, კანონმდებლობას, სახელმწიფო პოლიტიკას, სოციალურ კლიმატსა და პირობებს, რომლებიც შეიძლება კერძო სექტორისთვის წინააღმდეგობა გახდეს. რეიტინგი 46 ქვეყანას მოიცავს. თითოეულ ქვეყანას 100-ბალიანი სისტემით აფასებენ, სადაც უმაღლესი ქულა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანას ენიჭება.

ევროპაში ბიზნესისთვის ყველაზე საუკეთესო ქვეყნად დანია დასახელდა, რომელმაც 86 ქულა მიიღო, ყველაზე ცუდი შეფასება კი უკრაინას ხვდა წილად — 50 ქულა.