ნორვეგიაში დეპუტატ ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ტექნიკის ქურდობა ედებათ ბრალად.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ნორვეგიაში საქართველოს ორი მოქალაქე, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა გრიგოლ აბრალავა ქურდობისთვის დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ტექნიკის ქურდობა ედებათ ბრალად.

გრიგოლ აბრალავას მამის ანზორ აბრალავას განცხადებით, მისმა შვილმა ერთთვიანი შვებულება აიღო და უცხოეთში პირად საქმეებზე იმყოფება.

„არ ვიცი რა მოხდა. მე მითხრეს, რომ ნორვეგიაშია. ვიცი, რომ იგი პოლონეთში ან გერმანიაში უნდა იყოს. სავიზო რეჟიმი მას საშუალებას აძლევს ევროპაში იმოგზაუროს და ამას მას ვერავინ აუკრძალავს“, – განაცხად ანზორ აბრალავამ.

გრიგოლ აბრალავა „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ მუშაობდა.