წყნეთში ავტობუსი ავარიაში მოჰყვა – არიან დაშავებულები

ავტობუსის ხუთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქალაქო ავტობუსი წყნეთში სავალი გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ავტოავარიის შედეგად, რომელიც დღეს, დილით მოხდა, ხუთი ადამიანი დაშავდა. მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღეს.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.