ეკლესიაზე ზეწოლა თუ ბრძოლა სამართლიანობისათვის?

Sputnik

მკვლელობის მცდელობისათვის გასამართლებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა საქართველოს საპატრიარქოსთან მრავალდღიან აქციას მართავს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს აქცია, რომელსაც საპატრიარქომ "ეკლესიაზე ზეწოლა" უწოდა.

თორნიკე მამალაძის მიერ ორგანიზაებული აქცია უკვე მეორე კვირაა გრძელდება, რაც საქართველოს საპატრიარქოსთვის "მიუღებელი" აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით გასულ კვირაში სპეციალური განცხადება გავრცელდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე გასამართლებულია პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისათვის.

დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში, როცა ის გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში აღმოაჩინეს ნატრიუმის ციანიდი, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

1 / 12
საქართველოს საპატრიარქოსთან უკვე მეორე კვირაა საპროტესტო აქცია გრძელდება
2 / 12
აქცია გამართა მკლელობის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ
3 / 12
საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი მამალაძეს მხარს უჭერს. მაგალითად, ზაზა სარალიძე - მოკლული დავით სარალიძის მამა
4 / 12
აქციაზე ასევე მრავალი ჟურნალისტია. პრესის წარმომადგენლები ინტერვიუს ართმევენ დეკანოზის ადვოკატ გიორგი ფანცულაიას
5 / 12
საქართველოს საპატრიარქოს თორნიკე მამალაძის მიერ გამართული საპროტესტო აქცია "მიუღებლად" მიაჩნია
6 / 12
"დეკანოზი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით კარვის გაშლა საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორიაზე ამქვეყნიურ ხასიათს ატრებს და ეს ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე მეთოდია, რაც ჩვენ, ბუნებრივია, მიუღებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში
7 / 12
საქართველოს საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძეს შეუძლია ეზიაროს კიდეც
8 / 12
აქციის დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ თორნიკე მამალაძემ მისი ძმის ზიარება მოითხოვა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპყრობილეში მკვეთრად გაუარესდა
9 / 12
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი - ცოტნე გამსახურდია გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე
10 / 12
დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს თბილისი აეროპორტში, რა დროსაც ის გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა პატრიარქი. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში აღმოაჩინეს ნატრიუმის ციანიდი, ხოლო ბინაში - კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა
11 / 12
მამალაძის დაკავება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მოვლენა იყო. ყოფილი დეკანოზის ადვოკატები, ასევე ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ნდობას არ უცხადებენ გამოძიებას. ფოტოზე - თორნიკე მამალაძე, ადვოკატი გიორგი ფანცულაია და ზაზა სარალიძე დეკანოზის მხარდამჭერ აქციაზე
12 / 12
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველაზე სასამართლო სხდომა დახურულად გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს გიორგი მამალაძის და პირადი ცხოვრებისა დ აპირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით მოხდა. პროკურატურის მონაცემებით, საქმეში ჩანს ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავს