„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 11 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ფურცელაძის, ვეკუას, მტკვრის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, ნადიკვარის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, კოსტავას, ბაქრაძის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, ბელინსკის, ძმები კაკაბაძეების და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის, მეველეს და ნადირაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, სამხედრო დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა დასახლების, ქავთარაძის, (ნაწილობრივ), ონიაშვილის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.