შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე მიხეილ დუნდუა შეცვალა
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვახტანგ ლაშქარაძემ ამ პოსტზე მიხეილ დუნდუა შეცვალა, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მოადგილეა.

ვახტანგ ლაშქარაძეს  2014 წლიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ფინანსთა სამინისტროში კი ის 2000 წლიდან მუშაობდა. უწყებაში ლაშქარაძე სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.