მარსის პანორამული ვიდეო: NASA-ს საჩუქარი დედამიწელებს

NASA-მ მარსის პანორამული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გადაიღო ამერიკულმა მარსმავალმა Curiosity
Sputnik

NASA-მ მარსის პანორამული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გადაიღო ამერიკულმა მარსმავალმა Curiosity.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთწლიანი კვლევების შემდეგ მარსმავალი ვერა რუბინის ფერდობიდან დაეშვა ეოლიდის მთაზე, მარსის კრატერ გეილის ცენტრისკენ. წასვლამდე კი მარსმავალმა 360-გრადუსიანი ვიდეო გადაიღო ბურღვის ბოლო ლოკაციაზე, ფერდობზე სახელწოდებით Rock Hall. მოწყობილობა მომდევნო წელს კვლავ განაგრძობს გამოკვლევებს.

Curiosity მარსის კრატერ გეილის რაიონში 2012 წელს დაეშვა, სადაც მარტივი გამოსაკვლევია მარსის საფარი, რომელიც პლანეტის გეოლოგიურ ისტორიას ატარებს. მისიის ძირითადი მიზნები პლანეტაზე დეტალური გეოლოგიური და გეოქიმიური კვლევების ჩატარება, ატმოსფეროს და კლიმატის შესწავლა, ორგანული ნივთიერებების და წყლის ან მისი კვალის აღმოჩენაა. ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება გაირკვეს, იყო თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე და არის თუ არა წითელ პლანეტაზე ადგილები, სადაც ახლა სიცოცხლე შეიძლება.