თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. თბილისის ცენტრში ხანძარია - ისანში ცეცხლს ცხრა სახანძრო ბრიგადა აქრობს, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, დოდაშვილის ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის - დამწვარია 150 კვ მეტრი, დაშავებულები არ არიან.
„არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი სწრაფად იქნა ლოკალიზებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ წუთებში, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.